08/01/2026
ტრენინგი საგადასახადო კანონმდებლობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „საგადასახადო კანონმდებლობა და სიახლეები“.
ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს:
• საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ფორმები და ბიზნეს სერვისები;
• სამართლებრივი ფორმების რეგისტრაციის პროცედურები და საჭირო დოკუმენტაცია;
• საგადასახადო კოდექსით დადგენილი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.