08/01/2026
გამოფენა სიონის ქუჩაზე
4-5 ოქტომბერს აფხაზეთის
ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მონაწილეობა მიიღო „ფლეშ მარკეტის“ გამოფენა-გაყიდვაში, სადაც წარდგენილნი იყვნენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ და შეეძინათ ხელნაკეთი ნამუშევრები - სამკაულები, ნაქსოვი სათამაშოები, ტექსტილის პროდუქცია, კერამიკული ნივთები და სხვა..
გამოფენა გაიმართა სიონის ქუჩაზე, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ და ხალხმრავალ ადგილას.