აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის ძირითადი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე სუბიექტების საჭიროებებზე მორგებული სერვისების, პროექტებისა და ღონისძიებების მეშვეობით ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობა და განვითარება.

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული კორპორაცია, რომელიც ნებაყოფლობით საფუძველზე აერთიანებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ მეწარმე სუბიექტებსა და მათ გაერთიანებებს. პალატა არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე პალატის ადგილსამყოფელია ქალაქ თბილისი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და დაცვას ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
პალატამ 2018 წელს ჩაატარა კვლევა საქართველოში დევნილთა საკვანძო დასახლებებში
მცირე და საშუალო დონის ბიზნესის განვითარების საჭიროებების გამოსავლენად.