• .
  • info@abkhcci.ge
  • თბილისი, ვაჟა - ფშაველას #16

მიმდინარე სიახლები

გამოფენა-გაყიდვა ბარათაშვილის ქუჩაზე
26/03/2025

გამოფენა-გაყიდვა ბარათაშვილის ქუჩაზე

2025 წლის 16 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მეწარმე ქალთა ასოციაციასთან თანამშრომლობით , საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები წარადგინა.

მეწარმეებმა სტუმრებს საკუთარი ხელნაკეთი ნამუშევრები გააცნეს, მათ შორის ნაქსოვი სათამაშოები და კალათები, სუვენირები და სამკაულები.

გამოფენილმა პროდუქციამ დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.