26/03/2025
გამოფენა გაყიდვა თბილისი მოლში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, კომპანია „გაბელინთან“ თანამშრომლობით, 2025 წლის 28 თებერვალსა და 1 მარტს თბილისი მოლში გამართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სადაც აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა საკუთარი უნიკალური ნამუშევრები წარმოადგინეს.
გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ და შეეძინათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი პროდუქცია, მათ შორის დეკორატიული ხის დაფები, ტექსტილის ნაწარმი, ნაქსოვი სათამაშოები, სამკაულები, ეპოქსიდის ნაკეთობები, კერამიკული ნივთები და სხვა.
ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა დევნილი მეწარმეებისთვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ თავიანთი შემოქმედება, გაეზარდათ ცნობადობა და გაეძლიერებინათ ეკონომიკური შესაძლებლობები.