"ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეებისათვის"
მიმდინარესსიპ "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა"
ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობა
მიზანი და ამოცანა
კომპონენტის მიზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმე სუბიექტების კონკურენტუნარიანობის ზრდა მათი ბრენდის ცნობადობის, ვიზუალური იდენტობის და ბაზარზე პოზიციონირების გაუმჯობესების გზით. კომპონენტის ამოცანებია ბენეფიციართა პროდუქციისა და მომსახურების ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ბენეფიციართა ბრენდის ცნობადობისა და სანდოობის ზრდის მხარდაჭერა, ერთიანი და თანმიმდევრული კორპორატიული სტილის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ბენეფიციართა საბაზრო პოზიციების განმტკიცებისა და მომხმარებელთა მოზიდვის მხარდაჭერა.
აღწერა:
კომპონენტი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმე სუბიექტებისთვის ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის შექმნის ან განახლების მომსახურების თანადაფინანსებას. დასახული მიზნების მისაღწევად მეორე კომპონენტი გულისხმობს ბენეფიციარებისთვის ბრენდინგისა ან რებრენდინგის შექმნას, კერძოდ:
- ლოგოს დიზაინის შექმნას;
- კორპორატიული სტილის შექმნას; (ფერების პალიტრა, შრიფტები, საერთო სტილი);
- პროდუქციის შეფუთვის და ეტიკეტის დიზაინის შექმნას;
- სავიზიტო ბარათის დიზაინის შექმნას;
- სოციალური ქსელების კონტენტის შექმნას;
კომპონენტის ფარგლებში არ ფინანსდება ბრენდის სტრატეგიული დაგეგმვა, მარკეტინგული კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც არ უკავშირდება უშუალოდ ვიზუალური იდენტობის შექმნას ან განახლებას.
თანადაფინანსების პირობები:
პალატა ბენეფიციარს დაუფინანსებს ბრენდინგის მომსახურების საფასურის არა უმეტეს 80%-ს, არაუმეტეს მიმდინარე კალენდარული წლისთვის, პალატის მიერ შერჩეული მომწოდებლების მომსახურების ღირებულების საშუალო მაჩვენებლის 80%-ის ოდენობით, წელიწადში ერთხელ ერთ ბენეფიციარს.
სერვისის ღირებულების 20% ან/და სერვისი ღირებულებასა და თანადაფინანსების ზღვრულ ოდენობას შორის სხვაობა წარმოადგენს ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხას, რომლის მომწოდებლისთვის ანაზღაურებაც ხორციელდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ბრენდინგი-ახალი ბიზნესის დაწყების შემთხვევაში:
- განაცხადის ფორმა; (სავალდებულო)
- პირადობის მოწმობის ასლი/პასპორტი; (სავალდებულო)
- ინდ. მეწარმე დევნილის მოწმობის ასლი, შპს-ს შემთვევაში 50%-იანი და მეტი წილის მფლობელი პირის დევნილის მოწმობის ასლი; (სავალდებულოა)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (სავალდებულო);
- ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
- პოტენციური ბენეფიციარის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომი ან/და შესაბამისი სერთიფიკატი);
- ან საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკის/მოწყობილობის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- ან საქმიანობისთვის საჭირო ნედლეულის/მასალის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- ან პოტენციური ბენეფიციარის მიერ ონლაინ მომსახურეობის გაწევის შემთხვევაში, ხელშეკრულების წარმოდგენა ინფორმაციული სისტემის ან დიჯიტალიზაციის ან სხვა მომსახურების შესყიდვის შესახებ.
საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაციიდან პოტენციური ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სულ მცირე ერთ-ერთი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
ბ) რებრენდინგი- არსებული ბიზნესის შემთხვევაში:
- განაცხადის ფორმა; (სავალდებულოა)
- პირადობის მოწმობის ასლი/პასპორტი; (სავალდებულოა)
- ინდ. მეწარმე დევნილის მოწმობის ასლი, შპს-ს შემთვევაში 50%-იანი და მეტი წილის მფლობელი პირის დევნილის მოწმობის ასლი; (სავალდებულოა)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (სავალდებულო);
- ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
- სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი (მინიმუმ 1 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის დასადასტურებლად)
- არსებული ვიზუალური იდენტობის დოკუმენტაცია (პროდუქტის ეტიკეტირება, შეფუთვა, მოქმედი ლოგო, სარეკლამო მასალა- ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ბრენდინგის / რე-ბრენდინგის სერვისის მიღების შემდგომ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პალატის თანადაფინანსებით სარგებლობის მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ბრენდინგის ან რე-ბრენდინგის მომსახურებისათვის საკუთარი თანამონაწილეობის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- ბრენდინგის მომსახურების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტაცია ( მიღებული ბრენდინგის მასალები.)
პალატა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს განმცხადებელს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა და განახორციელოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გადამოწმება.
განაცხადის წარმოდგენის წესი:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ბენეფიციარმა უნდა:
- შეავსოს განაცხადის ფორმა N- C2 პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისად შემდეგ ლინკზე გადასვლით #https://www.abkhcci.ge/ka/applications
- სრულყოფილი დოკუმენტაცია გამოაგზავნოს პალატის ელ.ფოსტაზე: info@abkhcci.ge