30/06/2025
გამოფენა-გაყიდვა გალაქტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, გალაქტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო დევნილი ქალი მეწარმეების ხელნაკეთი ნამუშევრები, მათ შორის, სამკაულები, ნაქსოვი სათამაშოები, ტექსტილის პროდუქცია, კერამიკული ნაწარმი, ასევე სასურსათო პროდუქცია.
გამოფენა-გაყიდვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი , მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი , საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მიზანია დევნილი მეწარმე ქალების პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება.