16/03/2026
გამოფენა-გაყიდვა ჰიპერმარკეტ გუდვილის სივრცეში
13-14 თებერვალს , აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით,ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ შესასვლელ სივრცეში, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ და შეეძინათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი და სასურსათო პროდუქცია, მათ შორის დეკორატიული ხის დაფები, ტექსტილის ნაწარმი, ნაქსოვი სათამაშოები, სამკაულები, ეპოქსიდის ნაკეთობები, კერამიკული ნივთები, თაფლი, ხვადასხვა სანელებლებით მომზადებული აჯიკა ,ტკბილეული და სხვა.
აღნიშნული ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობის და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მხარდაჭერით განხორციელდა.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მადლობას უხდის ჰიპერმარკეტ ,, გუდვილის’’ ადმინისტრაციას აღნიშნული შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის.