16/03/2026
ქალთა კვირეულის ფარგლებში გამოფენა-გაყიდვა ჰიპერმარკეტ გუდვილის ტერიტორიაზე
ქალთა კვირეულის ფარგლებში, 6–8 მარტს, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ შესასვლელ სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ და შეეძინათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი და სასურსათო პროდუქცია, მათ შორის: დეკორატიული ხის დაფები, ტექსტილის ნაწარმი, ნაქსოვი სათამაშოები, სამკაულები, ეპოქსიდის ნაკეთობები, კერამიკული ნივთები, თაფლი, სხვადასხვა სანელებლებით მომზადებული აჯიკა, ტკბილეული და სხვა პროდუქცია.
ღონისძიების ფარგლებში კომპანიას „გუდვილსა“ და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც დევნილ მეწარმეებს ახალ შესაძლებლობას აძლევს, პერიოდულად „გუდვილის“ სივრცეში განათავსონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია.
აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით.
მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს დევნილი ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათი სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას და ეკონომიკურ პროცესებში მათ აქტიურ ჩართულობას.