• .
  • info@abkhcci.ge
  • თბილისი, ვაჟა - ფშაველას #16

პროგრამები

საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების  შემუშავება და დანერგვა. კოდი N2

საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების შემუშავება და დანერგვა. კოდი N2

მიმდინარე

საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების  შემუშავებისა და დანერგვის დაფინანსება. კოდი N2
ბიზნესში ხარისხის მართვის სისტემა უზრუნველყოფს მომსახურების თანმიმდევრულად მაღალ ხარისხს, პროცესის დარღვევის რისკების თავიდან აცილებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

პროგრამის მეორე კომპონენტის პოტენციური ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმები:

პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის საწარმოში/ორგანიზაციაში 50% და მეტი წილის მფლობელი მეწარმე სუბიექტი. ბენეფიციარების შერჩევა მოხდება რიგითობის მიხედვით, პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის სრულ ამოწურვამდე.

პალატა მეწარმე სუბიექტებს(რომლებიც ახორციელებენ პროდუქციის წარმოებას ან/და გადამუშავებას ) დაუფინანსებს HACCP-ის საერთაშორისო სისტემის დანერგვის საფასურს.

დაფინანსება განხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წელს პალატისათვის გამოყოფილი სახსრების ნაწილიდან „მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში. დაფინანსება თითოეულ მეწარმე სუბიექტზე  არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.

ბენეფიციარი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ავსებს სააპლიკაციო განაცხადებებში ფორმა N2-ს("ჩვენს შესახებ" მენიუში განთავსებულია აპლიკაციის ფორმები) და ქვემოთ დანართის სახით მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად აგზავნის ელექტრონული ფორმატით პალატის ელ. ფოსტაზე: info@abkhcci.ge ან აბარებს სსიპ „აფხაზეთის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატა“-ს მატერიალური ფორმით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი #16, სართული 3.

დანართის სახით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი (სავალდებულო)
  • დევნილის მოწმობის ასლი (სავალდებულო)
  • სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის: ინდმეწარმე; შპს; სააქციო საზოგადოება; მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე და სხვა (სავალდებულოა)
  • ამონაწერი მეწარმეთა პირების რეესტრიდან (სავალდებულო)
  • გადასახადის გადამხდელის მოწმობა 

HACCP-ის საერთაშორისო სისტემის დანერგვის შემდგომ,

დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტები (სავალდებულო):

  1. ხელშეკრულება სერვისის მომწოდებელთან
  2. მიღება-ჩაბარების აქტი
  3. ანგარიშ ფაქტურა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  4. სერვისის მიღების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

პალატა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის, ფოტო/ვიდეო მასალის და სხვა ინფორმაციის წარმოდგენა.

დაგვიკავშირდით

  • .
  • თბილისი, ვაჟა - ფშაველას #16