საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების შემუშავება და დანერგვა. კოდი N2
მიმდინარესაერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის დაფინანსება. კოდი N2
ბიზნესში ხარისხის მართვის სისტემა უზრუნველყოფს მომსახურების თანმიმდევრულად მაღალ ხარისხს, პროცესის დარღვევის რისკების თავიდან აცილებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
პროგრამის მეორე კომპონენტის პოტენციური ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმები:
პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის საწარმოში/ორგანიზაციაში 50% და მეტი წილის მფლობელი მეწარმე სუბიექტი. ბენეფიციარების შერჩევა მოხდება რიგითობის მიხედვით, პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის სრულ ამოწურვამდე.
პალატა მეწარმე სუბიექტებს(რომლებიც ახორციელებენ პროდუქციის წარმოებას ან / და გადამუშავებას ) დაუფინანსებს HACCP-ის საერთაშორისო სისტემის დანერგვის საფასურს.
დაფინანსება განხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წელს პალატისათვის გამოყოფილი სახსრების ნაწილიდან „მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში. დაფინანსება თითოეულ მეწარმე სუბიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.
ბენეფიციარი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ავსებს სააპლიკაციო განაცხადებებში ფორმა N2-ს("ჩვენს შესახებ" მენიუში განთავსებულია აპლიკაციის ფორმები) და ქვემოთ დანართის სახით მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად აგზავნის ელექტრონული ფორმატით პალატის ელ. ფოსტაზე: info@abkhcci.ge ან აბარებს სსიპ „აფხაზეთის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატა“-ს მატერიალური ფორმით შემდეგ მისამართზე:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი #16,სართული 3
დანართის სახით წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი
- დევნილის მოწმობის ასლი
- სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ეკონომიკური საქმიანობის რეესტრი}, მათ შორის: ინდმეწარმე; შპს; სააქციო საზოგადოება; მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე და სხვა
- ამონაწერი მეწარმეთა პირების რეესტრიდან
- სერვისის მიმწოდებლის (HACCP-ის სისტემის დანერგვის პასუხისმგებელი პირის)-კომპეტენციისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მის პროფესიულ მომზადებას სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის დანერგვისა და კონსულტაციის გასაწევად.
HACCP-ის საერთაშორისო სისტემის დანერგვის შემდგომ, დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- ხელშეკრულება სერვისის მიმწოდებელთან და მიღება-ჩაბარების აქტი (სერვისის მიღების შემდგომ)
- მეწარმე სუბიექტის/სერვისის მიმღების მიერ, HACCP-ის სურსათის უვნებლობის სფეროში, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვის თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შესახებ დოკუმენტი/სერტიფიკატი
- ანგარიშ ფაქტურა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- სერვისის მიღების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
პალატა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის, ფოტო/ვიდეო მასალის და სხვა ინფორმაციის წარმოდგენა.