ჩვენ შესახებ

ABKHCCI
ჩვენ შესახებ

პალატის შესახებ

პალატის სტრუქტურა:

 

საერთო კრება

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრთა საერთო კრება არის პალატის უმაღლესი ორგანო.

 

პალატის საბჭო

პალატის საბჭო არის  პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანო, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, ამოცანებსა და სტრატეგიაზე.

 

პალატის პრეზიდენტი

პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პალატის პრეზიდენტი.

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის ძირითადი მიზანია,აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე სუბიექტების საჭიროებებზე მორგებული სერვისების, პროექტებისა და ღონისძიებების მეშვეობით ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობა.აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული კორპორაცია, რომელიც ნებაყოფლობით საფუძველზე აერთიანებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ მეწარმე სუბიექტებსა და მათ გაერთიანებებს.პალატა არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე პალატის ადგილსამყოფელია ქალაქ თბილისი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და დაცვას ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. პალატამ 2018 წელს ჩაატარა კვლევა საქართველოში დევნილთა საკვანძო დასახლებებში მცირე და საშუალო დონის ბიზნესის განვითარების საჭიროებების გამოსავლენად.