ბიზნეს უნივერსალი - ინდუსტრიული ნაწილი
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა
პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) თანადაფინანსების მიმართულება;
- სესხის/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება;
- საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსება;
ბ) საგრანტო მიმართულება:
- მწვანე კომპონენტი;
- გაციფრულების კომპონენტი;
- კვლევა და განვითარების კომპონენტი;
- მაღალმთიანი რეგიონის კომპონენტი;
- აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტი
პროგრამის მოკლე აღწერა:
სესხის/ლიზინგის თანადაფინანსების მიმართულება მოიცავს კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის ან სალიზინგო კომპანიის მიერ გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას. სესხის/სალიზინგო პროექტის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა − 10 000 000 (ათი მილიონი) ლარს.
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში (გარდა სასტუმრო და აგროტურისტული ინდუსტრიებისა, იხ. დანართი ეკონომიკური საქმიანობების მიმართ მოთხოვნები
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 100-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის და არა მხოლოდ.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ.გვერდი: https://growthhub.gov.ge
პროგრამა აქტიურია