30/06/2025
მილანში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მხარდაჭრა
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და პროგრამა "აწარმოე საქართველოში” თანამშრომლობით, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ანასტასია ფრუიძეს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის სტენდის ქირაობის საფასური დაუფინანსა.
2025 წლის 23-25 თებერვალს, მილანში გაიმართა MICAM / MIPEL - ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც ყოველწლიურად 42,000-ზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
გამოფენაში მონაწილეობდა ქართული ბრენდი „SummuS“. ანასტასია ფრუიძისთვის ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნო საერთაშორისო ბაზრის ტენდენციები, წარედგინა საკუთარი პროდუქცია და დაემყარებინა მნიშვნელოვანი საქმიანი კონტაქტები.
გამოფენა საუკეთესო ადგილია ახალი ტენდენციების, ინოვაციური მიმართულებების გასაზიარებლად და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაფორმებლად.