• .
  • info@abkhcci.ge
  • თბილისი, ვაჟა - ფშაველას #16

მიმდინარე სიახლები

გამოფენა გაყიდვა გალაქტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ.
30/06/2025

გამოფენა გაყიდვა გალაქტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, გალაქტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო დევნილი ქალი მეწარმეების ხელნაკეთი ნამუშევრები, მათ შორის, სამკაულები, ნაქსოვი სათამაშოები, ტექსტილის პროდუქცია, კერამიკული ნაწარმი, ასევე სასურსათო პროდუქცია.
გამოფენა-გაყიდვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მიზანია დევნილი მეწარმე ქალების პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება.