• .
  • info@abkhcci.ge
  • თბილისი, ვაჟა - ფშაველას #16

მიმდინარე სიახლები

ეკონომიკური ფორუმი
30/06/2025

ეკონომიკური ფორუმი

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე „ეკონომიკური ფორუმის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას - „ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა, შესაძლებლობები და გამოწვევები“ - დაესწრო.  ღონისძიება „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებლის გიორგი აბაშიშვილის მოდერატორობით წარიმართა და მასში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან, მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.  სპიკერების გამოსვლის შემდეგ აქტიურად გაიმართა დისკუსია, მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.