08/01/2026
გამოფენა სიონის ქუჩაზე
22-23 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მონაწილეობა მიიღო „ფლეშ მარკეტის“ გამოფენა-გაყიდვაში,სიონის ქუჩაზე, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ და შეეძინათ ხელნაკეთი ნამუშევრები- ეპოქსიდის ნაწარმი, ნაქსოვი სათამაშოები, ტექსტილის და სასურსათო პროდუქცია.