08/01/2026
აფხაზეთის საშობაო სოფელი
25; 26 და 27 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, გალაქტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ, გაიმართა ,,აფხაზური საშობაო სოფელი’’, რომლის ფარგლებშიც მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი ნამუშევრები, მათ შორის, სამკაულები, ნაქსოვი სათამაშოები, ტექსტილის პროდუქცია, კერამიკული ნაწარმი და სასურსათო პროდუქცია.
"აფხაზეთის საშობაო სოფლის" მიზანია აფხაზეთთან დაკავშირებული ტრადიციებისა და კულტურის წარმოჩენა, დევნილი მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაცია და მოსახლეობისთვის საახალწლო გარემოს შექმნა.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მეწარმეების სახელით მადლობას უხდის ქალაქ თბილისის საკრებულოს, თინათინ ნიბლოშვილს და მის გუნდს.