• .
  • info@abkhcci.ge
  • თბილისი, ვაჟა - ფშაველას #16

მიმდინარე სიახლები

საწარმოში HACCP-ის სისტემის დანერგვა
08/01/2026

საწარმოში HACCP-ის სისტემის დანერგვა

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეს ეკატერინე ფარულავას , ქალაქ ზუგდიდში მდებარე საწარმოში HACCP-ის სისტემის დანერგვის ხარჯები დაუფინანსა.
აღნიშნული მხარდაჭერა განხორციელდა პროგრამის მეორე კომპონენტის ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.
კომპანია „კოპეშონი“, რომლის დამფუძნებელიც ეკატერინე ფარულავაა, ზუგდიდში 2019 წელს დაარსდა, როგორც ბოსტნეულის ცუკატების მწარმოებელი საოჯახო საწარმო. კომპანია აწარმოებს ბოსტნეულის მრავალფეროვან პროდუქციას: ჩირებს, ცუკატებს, ტყლაპებს, ჯემებს, მურაბებს, სოუსებსა და ბოსტნეულიან შოკოლადს — ქიმიური დანამატების გარეშე.
საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის შედეგად შესაძლებელი გახდება საწარმოს სერტიფიცირება და წარმოებული პროდუქციის ეტიკეტირება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საწარმოს  კონკურენტუნარიანობას როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე.