მიმდინარე სიახლები

ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობა
03/11/2026

ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობა

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა, პროგრამის -მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის- ფარგლებში, იწყებს მეორე კომპონენტის -ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობის- განხორციელებას.
პროგრამის აღნიშნული კომპონენტი გულისხმობს ,,ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობის’’ თანადაფინანსებას, რომლის ფარგლებშიც პალატა ბენეფიციარებს ბრენდინგის მომსახურების ღირებულების 80%-ს დაუფინანსებს.
კომპონენტი გულისხმობს ბენეფიციარისთვის ბრენდინგის ან რებრენდინგის შექმნას, კერძოდ:
• ლოგოს დიზაინის შექმნას;
• კორპორატიული სტილის შექმნას; (ფერების პალიტრა, შრიფტები, საერთო სტილი);
• პროდუქციის შეფუთვის და ეტიკეტის დიზაინის შექმნას;
• სავიზიტო ბარათის დიზაინის შექმნას;
• სოციალური ქსელების კონტენტის შექმნას.