მიმდინარე სიახლები

აფხაზეთობის კვირეული
03/11/2026

აფხაზეთობის კვირეული

22 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, -აფხაზეთობის კვირეულის- ფარგლებში, -ბაზარი ორბელიანზე- სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა.
გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ და შეეძინათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნაწარმი, მათ შორის: დეკორატიული ხის დაფები, ნაქსოვი სათამაშოები, სამკაულები, კერამიკული ნივთები, ტკბილეული, თაფლი, სხვადასხვა სანელებლით მომზადებული აჯიკა და სხვა.