მიმდინარე სიახლები

გემოფესტი -2026
03/11/2026

გემოფესტი -2026

გასტრონომიული ფესტივალი -გემოფესტი 2026, რომელიც გაიმართა ქალაქებში- ქუთაისი, შეკვეთილი, ბათუმი, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მონაწილეობდა  აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებთან ერთად. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სასურსათო და ხელნაკეთი ნაწარმი, მათ შორის: აჯიკა, ხილისა და ბოსტნეულის ცუკატები, სხვადასხვა სახის სანელებლები, თაფლი, ჩირის ასორტი, ტკბილეული, ტექსტილის ნაწარმი, ხის დეკორატიული ნაკეთობები და კერამიკული ჭურჭელი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქვიშაზე მომზადებული სოხუმური ყავა.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის მხარდაჭერით.