საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა. კოდი N1
მიმდინარესაერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის თანადაფინანსება.
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქართველოში კერძო სექტორის განვითარებისათვის, რა დროსაც გამოფენის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა დაამყარონ ბიზნესისათვის საჭირო კონტაქტები, შეიძინონ ახალი გამოცდილება და მოახდინონ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია.
პროგრამის დაფინანსება განხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, პალატისათვის მიმდინარე წელს გამოყოფილი სახსრების ნაწილიდან „მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის“ პროგრამის განხორციელების მიზნით.
პირველი კომპონენტის პოტენციური ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმები და დაფინანსების პირობები:
პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის საწარმოში/ორგანიზაციაში 50% და მეტი წილის მფლობელი მეწარმე სუბიექტი, გარდა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირისა და ის უნდა იყოს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ან ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიმდინარე პროგრამის გამარჯვებული.
ბენეფიციარების შერჩევა მოხდება რიგითობის მიხედვით, პროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების სრულ ამოწურვამდე.
ბენეფიციარმა გამოფენის ჩატარების თარიღამდე არაუმეტეს ორი თვისა უნდა წარმოადგინოს სააპლიკაციო განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში პალატა არ განიხილავს აღნიშნულ განაცხადს;
პალატა პროგრამის პირველი კომპონენტის ბენეფიციარს, რომელიც იქნება სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ან ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს მიმდინარე პროგრამის გამარჯვებული მეწარმე სუბიექტი, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისათვის ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, ერთხელ დაუფინანსებს:
ა) მგზავრობის საფასურს
ბ) განთავსების საფასურს
გ) სტენდის თანადაფინანსების საფასურს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პალატის მიერ მგზავრობისა და სასტუმროში განთავსების დაფინანსება განხორციელდება არაუმეტეს 2 პირისათვის თითოეულ ბენეფიციარზე. მგზავრობისა და სასტუმროში განთავსების თარიღი არ უნდა აღემატებოდეს გამოფენის დაწყებამდე 2 დღესა და გამოფენის დასრულების შემდგომ 2 დღეს.
დასაფინანსებელი ბენეფიციარის / ბენეფიციარების ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია გამოფენაში მონაწილე თითოეულ პირზე მკაფიოდ და სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში პალატა არ განახორციელებს დაფინანსებას.
დაფინანსების მოთხოვნა ერთ მეწარმე სუბიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.
ბენეფიციარი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ავსებს დანართი 1-ის შესაბამისად სააპლიკაციო განაცხადს და დებულებაში მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად აგზავნის ელექტრონული ფორმატით პალატის ელ. ფოსტაზე: info@abkhcci.ge
ბენეფიციარის მიერ დანართის სახით წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი მეწარმეთა პირების რეესტრიდან;
დ) ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან;
დ) ცნობა იმის თაობაზე, რომ ბენეფიციარი არის სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ან ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს მიმდინარე პროექტის გამარჯვებული და ზემოაღნიშნულ სააგენტოსთან გაფორმებული მიმდინარე ხელშეკრულება.
გამოფენაში მონაწილეობის შემდგომ, დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
ა) მგზავრობის დამადასტურებელი დოკუმენტი-ბილეთი (თითოეულ მონაწილეზე ცალ-ცალკე);
ბ) სასტუმროში განთავსების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - სასტუმროს ინვოისი ან სხვა შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი (თითოეულ მონაწილეზე ცალ-ცალკე);
გ) ცნობა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ან ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“-საგან, რომ ბენეფიციარი მათი ხელშეწყობით მონაწილეობდა გამოფენაში.
დ) საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის ბენეფიციარის მიერ სტენდის ქირაობის (გადახდილი თანხის) დამადასტურებელი დოკუმენტი. საგადასახადო დავალებაში დანიშნულების გრაფაში უნდა იყოს მითითებული ( სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ან ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს მიმდინარე პროგრამის გამარჯვებული) მონაწილე ბენეფიციარის სახელი, გვარი ან ორგანიზაციის დასახელება (ინდ. მეწარმის შემთხვევაში პირადობის ნომერი, ხოლო კომპანიის შემთხვევაში სარეგისტრაციო კოდი) „გამოფენაში მონაწილეობის სტენდის ქირაობის საფასური“;
ე) იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამშრომლ(ებ)ის ან სხვა მესამე პირის სახით, ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს თანამშრომლ(ებ)ის შემთხვევაში მინდობილობა ან ბრძანება და წარმომადგენლის შემთხვევაში, მინდობილობა, რომლითაც დასტურდება გამოფენაში მონაწილეობის თანამშრომლ(ებ)ის / წარმომადგენლის უფლებამოსილება.
ვ) იმ შემთხვევაში თუ პროგრამით გათვალისწინებული მგზავრობის, განთავსებისა და სტენდის ქირაობის დასაფინანსებლად მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან რომელიმე არ შეესაბამება მოთხოვნილ პირობებს, პალატა დააფინანსებს მხოლოდ იმ კომპონენტის ნაწილს, რომელიც შეესაბამება პროგრამის პირობებს.
ზ) ღონისძიებაში მონაწილეობის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა.
დაფინანსების მისაღებად სრული დოკუმენტაციის წარმოდგენის საბოლოო ვადაა მიმდინარე წლის 10 დეკემბერი.
პალატა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს განმცხადებელს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა და განახორციელოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გადამოწმება.