კონკურსი სერვისის მომწოდებელი კომპანიებისთვის
დასრულებულიბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობა და ციფრული პორტფოლიოს შექმნა
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს კონკურსს პროგრამის „ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობის და ციფრული პორტფოლიოს შექმნის’’ ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის შესაბამისი მომსახურებების გასაწევად.
კონკურსის მიზანია შეირჩეს სერვისის მომწოდებელი კომპანიები, რომლებიც პროგრამის ბენეფიციარებს გაუწევენ შესაბამის მომსახურებას.
პროგრამის მიზანი
ა) ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობა- ბენეფიციართა პროდუქციისა და მომსახურების ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ბენეფიციართა ბრენდის ცნობადობისა და სანდოობის ზრდის მხარდაჭერა, ერთიანი და თანმიმდევრული კორპორატიული სტილის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ბენეფიციართა საბაზრო პოზიციების განმტკიცებისა და მომხმარებელთა მოზიდვის მხარდაჭერა.
ბ) ციფრული პორტფოლიოს შექმნა- ბენეფიციარების კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის ამაღლება მაღალხარისხიანი, პროფესიონალური ფოტო-ვიდეო კონტენტის შექმნის გზით, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის პოპულარიზაციას, მომხმარებელთა დაინტერესებასა და გაყიდვების ზრდას.მიღებული ფოტო-ვიდეო მასალები დაეხმარება ბენეფიციარებს საკუთარი საქმიანობის ეფექტურად წარმოჩენაში, ბრენდის განვითარებასა და ციფრულ სივრცეში ცნობადობის გაზრდაში.
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვემოთ მითითებული მომსახურებების გაწევას:
ბრენდინგის/რებრენდინგის ფარგლებში:
- ლოგოს დიზაინის შექმნა;
- კორპორაციული სტილის შექმნა;
- პროდუქციის შეფუთვისა და ეტიკეტის დიზაინის შექმნა;
- სავიზიტო ბარათის დიზაინის შექმნა;
- სოციალური ქსელებისთვის კონტენტის შექმნა.
ფოტო/ვიდეო მომსახურების ფარგლებში:
- ბენეფიციარების საქმიანობისა და პროდუქციის პროფესიონალური ფოტო-ვიდეო გადაღების უზრუნველყოფა;
- მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალის შექმნა მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისთვის;
ბენეფიციარისთვის შეიქმნება ინდივიდუალური ციფრული პორტფოლიო, რომელიც მოიცავს მინიმუმ 15 დამუშავებულ ფოტოსურათსა და არანაკლებ 30 წამის ხანგრძლივობის ვიდეორგოლს.
კონკურსში მონაწილეობა
პოტენციური ბრენდინგის სერვისის მომწოდებელი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირისა)ან ინდივიდუალური მეწარმე , რომელიც საქმიანობას ახორციელებს ბრენდინგის/დიზაინის -ფოტო/ვიდეოს მიმართულებით.
სერვისის მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შესრულებული პროექტების პორტფოლიო;
- მომსახურების ეტაპობრივად გაწერილი აღწერა შესაბამისი საფასურის და ვადების მითითებით.
განაცხადის წარმოდგენის წესი
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა:
- შეავსოს სააპლიკაციო ფორმა პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისად შემდეგ ლინკზე გადასვლით #/https://www.abkhcci.ge/ka/
applications ; - სრულყოფილი დოკუმენტაცია გამოაგზავნოს პალატის ელ.ფოსტაზე info@abkhcci.ge ;
- განაცხადი უნდა გამოიგზავნოს კონკურსის გამოცხადებიდან 3კალენდარული დღის განმავლობაში.