სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო წარმოდგენილია თბილისსა და საქართველოს 7 რეგიონალურ ცენტრში: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია და აჭარის ა/რ.
სააგენტოს მიზანია: მოსახლეობის შრომისა და დასაქმების ხელშეწყობა; შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება; ცირკულარული შრომითი მიგრაციის განვითარება.
სააგენტოს ფუნქციებია: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება; შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მართვა და განვითარება; სამუშაო ძალის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი; შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელება; შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი სქემების განხორციელება.
სააგენტოს სერვისების მიმღები პირები: საქართველოს მოქალაქე სამუშაოს მაძიებელი; საქართველოში მოქმედი დამსაქმებლები (კერძო სექტორი)
ორგანიზაცია უზრუნველყოფს შემდეგი სახის აქტივობებს:
-
ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები
-
პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა
-
საშუამავლო მომსახურება
-
მხარდაჭერითი დასაქმების სერვისი მოწყვლადი ჯგუფებისთვის
-
დასაქმების ფორუმების ორგანიზება
-
პროფესიული მომზადება-გადამზადება
-
საკვანძო კომპეტენციების ტრენინგ-კურსები
-
ხელფასის სუბსიდირება
-
დაცული სამუშაო ადგილის სუბსიდირებადეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ. გვერდზე: https://www.sheaghe.ge
სერვისები აქტიურია