საკრედიტო საგარანტიო სქემა
პროგრამის მიზანი:
ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები.
პროგრამის მოკლე აღწერა:
პროგრამის ფარგლებში სააგენტო, უზრუნველყოფს კომერციული ბანკების/მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხებიდან გამომდინარე კომერციული ბანკ(ებ)ის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური რისკის გადანაწილებას. კერძოდ, საკრედიტო გარანტია გაიცემა თითოეულ გაცემულ სესხზე, ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობით.
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ნებისმიერი პირი.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ. გვერდზე: https://growthhub.gov.ge
პროგრამა აქტიურია