კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა
პროგრამის მიზანი:
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით.
პროგრამის მოკლე აღწერა:
პროგრამა მოიცავს თანადაფინანსების კომპონენტს, რომელიც ითვალისწინებს ბენეფიციარის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიასთან დაკავშირებული შემდეგი ორი სახის ხარჯის თანადაფინანსებას:
1. ბენეფიციარის მიერ სარეიტინგო კომპანიისთვის გადახდილი/გადასახდელი საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯი.
2. ბენეფიციარის მიერ საბროკერო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასური (საკომისიო).
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 200 მლნ ლარს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ. გვერდზე: https://growthhub.gov.ge
პროგრამა აქტიურია