30/06/2025
გამოფენა-გაყიდვა მთაწმინდის პარკში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, კომპანია „გაბელინთან“ თანამშრომლობით, 24 მაისს მთაწმინდის პარკში გამართულ საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები წარადგინა.
გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ და შეეძინათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი პროდუქცია, მათ შორის - დეკორატიული ნივთები, ტექსტილის ნაწარმი, ნაქსოვი სათამაშოები და კალათები, ბიჟუტერია, ჩანთები, კერამიკული ნივთები, სასურსათო პროდუქცია და სხვა.