• .
  • info@abkhcci.ge
  • თბილისი, ვაჟა - ფშაველას #16

მიმდინარე სიახლები

სათამაშოების საერთაშორისო გამოფენა- “Spielwarenmesse 2025"-ში მონაწილეობისათვის  თანადაფინანსება
30/06/2025

სათამაშოების საერთაშორისო გამოფენა- “Spielwarenmesse 2025"-ში მონაწილეობისათვის თანადაფინანსება

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, სააგენტოსთან ,,აწარმოე საქართველოში” თანამშრომლობით აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე არჩილ გობეჯიშვილს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის აუცილებელი ხარჯები დაუფინანსა.

სოციალური საწარმო "დადარი" მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური სათამაშოების გამოფენის - “Spielwarenmesse 2025" მონაწილე გახდა, რომელიც 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა. აღნიშნული გამოფენა ყოველწლიურად გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში იმართება. "Spielwarenmesse" 70 წელზე მეტია, რაც სათამაშოების ინდუსტრიის წამყვანი ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, მაღაზიების ქსელებსა და ინოვატორებს მთელი მსოფლიოდან. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, სოციალუ საწარმო „დადარს“ წარმოედგინა საკუთარი წარმოების ეკომეგობრული, ხელნაკეთი ხის სათამაშოები, ამასთანავე გაეცნო საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნები და დაემყარებინა მნიშვნელოვანი კონტაქტები.