• .
  • info@abkhcci.ge
  • თბილისი, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა # 15 ა

მიმდინარე სიახლები

მცხეთობა 2025
08/01/2026

მცხეთობა 2025

მცხეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაში აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა აფხაზეთის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით მიიღეს მონაწილეობა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობით,  დევნილმა მეწარმეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელნაკეთი და სასურსათო პროდუქცია - ტექსტილის ნაწარმი, ბიჟუტერია და აქსესუარები, ნაქსოვი სათამაშოები, თაფლი, ჩურჩხელა, სხვადასხვა სანელებლებით მომზადებული აჯიკა და სხვა.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მადლობას უხდის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას დევნილი მეწარმეების მხარდაჭერისათვის