08/01/2026
გამოფენა მთაწმინდის პარკში
15–16 ნოემბერს, მთაწმინდის პარკში მდებარე საგამოფენო სივრცეში, აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა, გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ და შეეძინათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი პროდუქცია — დეკორატიული ხის დაფები, ტექსტილის ნაწარმი, ნაქსოვი სათამაშოები და კალათები, სამკაულები, საახალწლო დეკორაციული ნივთები და სხვა.
ღონისძიებაზე მათ დახვდათ მრავალფეროვანი აქტივობები: მუსიკალური პროგრამა, გასართობი ზონები და სხვადასხვა საკვები ობიექტის დეგუსტაცია, რამაც ფესტივალს კიდევ უფრო მიმზიდველი ხასიათი მისცა და ვიზიტორების რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაზარდა.