მიმდინარე სიახლები

აფხაზეთობის კვირეული
03/11/2026

აფხაზეთობის კვირეული

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, -აფხაზეთობის კვირეული- ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა, რომელიც აფხაზეთის კულტურის და ტრადიციების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.
დადიანების სასახლის საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. 
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ  ღონისძიების სხვადასხვა აკტივობებს და შეეძინათ დევნილი მეწარმეების პროდუქცია