მიმდინარე სიახლები

თბილისური ბაზარი
03/11/2026

თბილისური ბაზარი

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ქალაქ თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, შოთა რუსთაველის გამზირზე, ორბელიანის მოედანზე, დედაენის პარკში და რიყის პარკის ტერიტორიაზე გამართულ -თბილისურ ბაზარში- თავის მეწარმეებთან ერთად პერიოდულად  მონაწილეობს.
ღონისძიების ფარგლებში მეწარმეები წარმოადგენენ საკუთარი წარმოების მრავალფეროვან პროდუქციას. გამოფენები იმართება დედაქალაქის ტურისტულ და ხალხმრავალ ლოკაციებზე, რაც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას ფართო აუდიტორიას გააცნონ საკუთარი პროდუქცია.