03/11/2026
თბილისობა-2026
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გამართულ საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები და მათი პროდუქცია წარადგინა.
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ და შეეძინათ მრავალფეროვანი ხელნაკეთი პროდუქცია, მათ შორის: დეკორატიული ნივთები, ნაქსოვი სათამაშოები, სამკაულები, ტექსტილის ნაწარმი, კერამიკული ჭურჭელი, სასურსათო პროდუქცია და სხვა.