03/11/2026
მცხეთობა- 2026
მცხეთობის დღესასწაულზე აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მონაწილეობა მიიღო აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებთან ერთად, რომლებმაც საკუთარი ხელით შექმნილი და წარმოებული პროდუქცია გამოფენაზე წარადგინეს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობით გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ხელნაკეთი და სასურსათო პროდუქცია: ბიჟუტერია და აქსესუარები, ნაქსოვი სათამაშოები, კერამიკული ნაწარმი, თაფლი, ჩურჩხელა, სხვადასხვა სანელებლით მომზადებული აჯიკა და სხვა საინტერესო ნაწარმი.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს დევნილი მეწარმეების საქმიანობის პოპულარიზაციას, მათი პროდუქციის ცნობადობის გაზრდასა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მადლობას უხდის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას თანამშრომლობისა და აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისთვის საკუთარი პროდუქციის წარდგენის