მიმდინარე სიახლები

თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობა
03/11/2026

თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბავშვთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა 2025–2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გამახვილდა თბილისის საკრებულოსა და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ თანამშრომლობას. მრავალწლიანი პარტნიორობისა და ერთობლივად განხორციელებული საქმიანობის აღსანიშნავად, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას მადლობის სიგელი გადაეცა.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მადლობას უხდის თბილისის საკრებულოსა და ქალბატონ თინათინ ნიბლოშვილს გამოხატული ყურადღებისთვის, მხარდაჭერისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.